LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია“ – ენტონი ბლინკენი

125
ენტონი ბლინკენი

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოს. ამაზეც ვისაუბრეთ. საფრანგეთიც და აშშ-ც ხედავს დემოკრატიულ უკუსვლას. ეს ღრმად შემაშფოთებელია. არა მხოლოდ დემოკრატიულ უკუსვლას, არამედ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებისგან შეტრიალებას, მისწრაფებისგან, რომ შექმნან მომავალი, რომელიც სულ უფრო და უფრო ახლო იქნება ევროპასთან.

ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ. დავასანქცირეთ „ქართული ოცნების” პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები.

შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისადმი ამერიკული დახმარება. ეუთოში თითქმის ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან, ერთად მუშაობით ჩვენ „ვენის მექანიზმი” ავამოქმედეთ ეუთოში, რათა ასევე ნათელი გაგვეხადა, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოხატვისა და ქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს, უნდა შეიცვალოს.

ასე რომ, მგონია, რომ ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან”, – განაცხადა ბლინკენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g