„პოს ტვ“-ს წამყვანი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ერთ – ერთ ღამის კლუბში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მეგობრებო, გუშინ ღამე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გური სულთანიშვილი მაგრად სცემეს. დავწერე, რომ სისულელეა-მეთქი, მაგრამ ფეისბუკზე დარეპორტებული ვიყავი და ხალხს არ აჩვენებს. დღეს ლაივში ვიქნები ტელევიზორში, მაგრამ სანამ წავალ, ვიდეოში შეგიძლიათ, ნახოთ, რომ არაფერი მჭირს. ჩემების გასაგონად ვამბობ. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ხელი არ მომხვედრია. ლიბერალებისთვის, ვისაც ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, მათთვის რეალობას მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ ყველანი მშვიდად იყავით“. – ამბობს გური სულთანიშვილი ვიდეომიმართვაში.
„ნეკნები ვერ გაჩვენეთ მართალია, ძალიან დარეპორტებული ვარ ფბ ზე, არ აჩვენებს ჩემ ფრენდებს“, – წერს გური სულთანიშვილი, წერს ვიდეოს აღწერაში გური სულთანიშვილი.