LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია! ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?!“ – ირმა ინაშვილი

211
ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწყებულ საპროტესტო ტალღასა და ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარს ეხმაურება საკუთარ სოციალურ ქსელში და წერს, რომ „კომპრომისი უნდა მოიძებნოს“.

ამავე პოსტში, ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის მოცემულ ვითარებაში კომპრომისი ახალი არჩევნებია.

„საპროტესტო აქციებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა: თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, ზუგდიდიც, თელავიც, მოკლედ, ყველას ვერ ჩამოვთვლით.

ქუჩაში ყველა ასაკის ადამიანი დგას. 15 წლის მოზარდიც, 25 წლის ახალგაზრდაც, შუახნის კაციც და ასაკოვანიც!

ვხედავთ ყველა პროფესიის ხალხს: მსახიობსაც, ექიმსაც, მხატვარსაც, მასწავლებელსაც და ინჟინერსაც. მოკლედ, ყველას!

აქციებში მონაწილეობენ საჯარო მოხელეებიც, მათი შვილები და თავად პოლიციის თანამშრომლების შვილებიც კი.

ვიდეო: დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა

საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა. მეტიც, უკვე ზიზღია, ხელჩართული ჩხუბია, დაუნდობლობაა. ცხადია, არიან პროვოკატორებიც. თუმცა, არიან ბრიყვებიც, თავისი ქმედებებით პროვოკატორზე უარესს რომ სჩადიან.

დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იზრდება. ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს.

„ცოტა ხანში ვიღაცა ვიღაცას სრულიად დამსახურებულად დაუხვრიტავს კოჭებს და მერე უფრო გართულდება“ – იაგო ხვიჩია

გინდა, თუ არ გინდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება!

მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია!

აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უარყოფით შედეგს… უკიდურესად უარყოფით შედეგს მოიტანს ძალადობა დემონსტრანტზეც, პოლიციელზეც, პოლიტიკოსზეც, ჟურნალისტზეც, საჯარო მოხელეზეც და რიგით მოქალაქეზეც! წლებმა დაგვანახა, რომ ნებისმიერი ძალადობა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებს ზრდის. იმისდა მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ხელისუფლება. მეტიც, საზოგადოების წევრები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტს იწონებენ, მოკლე ხანში ძალადობის ამავე ფაქტს ემიჯნებიან და გმობენ!

ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?!

„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას – საქართველო უკეთესს იმსახურებს“ – აშშ-ს საელჩო

ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის „შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?“, – წერს ირმა ინაშვილი.

„როცა გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ „ნაცი“ და „ჯაშუში“, თმენით უნდა შეხვდე, ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი – მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივი“ – ირაკლი კობახიძე

„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“ – ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g