LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: მოლოდინი მაქვს, რომ ძალადობა მოიმატებს, არა მარტო პოლიტიკოსების მიმართ, არამედ აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ

128
ზურაბ ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყანა რუსულ რეალობაში ცხოვრობს და მას მოლოდინი არ აქვს, რომ გახარიაზე თავდასხმის გამო ვინმეს დასჯიან.

„მოლოდინი არც უნდა გვქონდეს, რომ ვინმეს დააკავებენ ან დასჯიან, ეს არის ზღაპარი, სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, რუსულ რეალობაში ვართ, სადაც გვყავს ასობით ნაწამები ადამიანი, კადრები გვაქვს, სადაც „ტიტუშკები“ უსწორდებიან ადამიანებს, პოლიცია გვერდით დგას და უმოქმედოა. ასეთი რეალობაა, სადაც მართლმსაჯულების სისტემა იცავს სისტემის ჭანჭიკებს და სჯის იმ ადამიანებს, ვინც მიდის სისტემის წინააღმდეგ.

„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია“ – მამუკა მდინარაძე

მოლოდინი, რომ გამოიძიებენ ამ საქმეს და ვინმეს დასჯიან ან დიტო სამხარაძეს რამეს უზამენ, ეგ არის ზღაპარი. ასეთი რამ არ მოხდება და მსგავსი ოპტიმისტური განწყობა არ უნდა გვქონდეს.

ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა, „ქართულ ოცნებას“ დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალადობა მოიმატებს, არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ამით ეცდებიან, რომ შეაშინონ ადამიანები იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩათ, მაგრამ ამ ადამიანებს არაფერი აშინებთ, გამოდიან და ყოველ დღე დგანან აქ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“

ცნობისთვის, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

„სრული ჩანაწერი დაიდოს! ისე, ქოცების მოჭრილი კადრები რა მშვენიერი იყო“ – ნათია მეზვრიშვილი TV „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

„შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას – საქართველო უკეთესს იმსახურებს“ – აშშ-ს საელჩო

„ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის! ეს არის კონფლიქტი, რომელიც სასტუმროში მოხდა! ძალადობა მიუღებელია და ძალადობა შობს ძალადობას!“ – ლადო ბოჟაძე გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g