LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართება

107
დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი

17-19 იანვარს, თბილისში, DemTech Agenda – Google Docs გაიმართება.

DemTech ჰაკათონი მიზნად ისახავს ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად.

სამდღიანი ჰაკათონის პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაეთმობა. გუნდები გამოცდილ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად იმუშავებენ და პროდუქტის საბოლოო პროტოტიპს პრეზენტაციასთან ერთად 19 იანვარს, 18:30 საათზე, დემო დღეზე, დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარადგენენ. 

გუნდებს იდეების ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან მენტორები:

  • სალომე ჯოჯუა – 4S-ის დამფუძნებელი პარტნიორი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი
  • ნიკა აბრამიშვილი – Data Center Solutions-ის საოპერაციო დირექტორი
  • ლალუ პატარაია – Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი
  • ნიკა აბრამიშვილი – Data Center Solutions-ის საოპერაციო დირექტორი
  • ბექა დალაქიშვილი – ტექ ანტერპრენერი
  • გიგა მირზიკაშვილი – Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი
  • ელენე ბიბილეიშვილი – Hapttic-ის და Ad Summit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • ირაკლი მირზიკაშვილი – Ekimo Tech-ის აღმასრულებელი დირექტორი
  • გიორგი ხაჩიძე – KLIPY-ის საოპერაციო დირექტორი
  • გიორგი სიმონგულაშვილი – GEC Consulting-ისა და Axel-ის პარტნიორი
  • გური ქოიავა, Forbes Georgia-ს გუნდის წევრი, Axel-ის და Startup Büro-ს თანადამფუძნებელი
  • ჯაბა კიკვიძე – ყოფილი მორაგბე, Axel-ის ანგელოზი ინვესტორი

სპიკერები, რომლებიც წარადგენენ პრეზენტაციებს აქტუალური სამოქალაქო გამოწვევების შესახებ:

  • ალექს ამირეჯიბი – Tbilisi Information Collective-ის ML ინჟინერი
  • შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი
  • ბექა დალაქიშვილი – ტექ ანტერპრენერი
  • ანინა ტეფნაძე – Forbes Georgia-ს ოპერაციული დირექტორი

ღონისძიების გახსნასა და დემო დღეზე ორი პანელური დისკუსია გაიმართება, რომლებზეც აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები, მოძრაობების დამფუძნებლები და დემტექ პროდუქტების ავტორები ჰაკათონის მონაწილეებსა და დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. სპიკერებს შორის არიან:

  • დოდი ხარხელი – მოდერატორი – ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი
  • მაშო ლომაშვილი –  Skhivi.com-ის თანადამფუძნებელი
  • ანა ტოკლიკიშვილი – კომუნიკაციების სპეციალისტი & დემტექ ჰაკათონის გამარჯვებული
  • საბა ჯაჯანიძე – სინათლის მოძრაობის თანადამფუძნებელი
  • ილია ღლონტი – დაიტოვე-ს თანადამფუძნებელი

დემო დღეზე საუკეთესო გადაწყვეტების ავტორებს გამოავლენს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი:

  • გიორგი აბრამიშვილი – აქსელის წევრი ინვესტორი და Energy Solutions, Trading Solutions, Data Centers Solutions-ის მმართველი პარტნიორი.
  • ალექს ამირეჯიბი – Tbilisi Information Collective-ის ML ინჟინერი
  • ნატო ჩაკვეტაძე – EU4Innovation East – Expertise France-ის ეროვნული კოორდინატორი
  • შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი
  • ანუკი რობაქიძე – Theneo-ს დამფუძნებელი
  • ანი ახალკაცი – სამოქალაქო ჩართულობის ექსპერტი
  • მიხეილ ჯანელიძე – აქსელის წევრი ინვესტორი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი ტარდება Startup Büro-ს, 30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს, Axel-ისა და Impact Hub Tbilisi-ის პარტნიორობით. ღონისძიებას უმასპინძლებს კავკასიის უნივერსიტეტი და პუბლიკა.

თითოეული პარტნიორი რჩეულ გუნდებს გადასცემს გრძელვადიან პრიზებს და იდეების განხორციელებისა და იმპლემენტაციისთვის მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტს:

  • Startup Büro, წლის განმავლობაში, გამარჯვებულ გუნდებს გაუზრდის ხილვადობას სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში.
  • Axel – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, პარტნიორებთან ერთად, ჰაკათონის შედეგების იმპლემენტაციისთვის სატრენინგო პროგრამას შექმნის, რომელშიც მონაწილეობას რჩეული გუნდები მიიღებენ. მათთან იმუშავებენ აქსელის წევრი ანგელოზი ინვესტორები, რათა დაეხმარონ სწორი ბიზნეს მოდელების შექმნასა და პროდუქტის ბაზარზე დანერგვაში. მონაწილეებს, პროგრამის დასასრულს, ინვესტორებისგან ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვის შესაძლებლობა ექნებათ. აქსელის რჩეულ გუნდებს ჟიური გამოაცხადებს და მათ იანვრის ბოლომდე ქსელის გუნდი დამატებითი ინფორმაციით დაუკავშირდება.
  • Impact Hub Tbilisi ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს ერთთვიან ულიმიტო საწევროს გადასცემს.
  • Forbes: რჩეული იდეისა და გუნდის წევრების შესახებ ვრცელი სტატია ჟურნალში და ტექ გადაწყვეტილების შემქმნელთა ნომინირება Forbes-ის under 30 სიაში, სოციალური ზეგავლენის კატეგორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g