27 წლის გიორგი სანდუხაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც თავად გიორგი სოციალურ ქსელში წერს, ექიმებმა მას ზურგის მალების მძიმე ფორმის ექინოკოკის დიაგნოზი დაუსვეს, რისი მკურნალობაც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი.
გიორგი სანდუხაძეს, რომლის ძმასაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საზოგადოების დახმარება დასჭირდა, ახლა თავად სჭირდება ფინანსური რესურსის მოძიება. გიორგი სოციალურ ქსელში მისი დიაგნოზის შესახებ წერს:
„გთხოვთ მიშველეთ, გვერდში დამიდგეთ და არ გაატაროთ პოსტი და გააზიაროთ.
მოკლე პერიოდის უკან გამიკეთეს ოპერაცია რა დროსაც ეგონათ, რომ მქონდა სიმსივნე და ოპერაციის და ბიოფსიის შემდეგ დადგინდა ზურგის მალების მძიმე ფორმის ექინოკოკი, ოპერაციის შემდეგ ვმკურნალობდი ძლიერი მედიკამენტით, რა მედიკამენტმაც შედეგი არ გამოიღო რისი იმედიც ჰქონდათ.
ახალი წლების პერიოდში გამეღვიძა ფეხებში გრძნობის გარეშე ძლივს მიმიყვანეს ტომოგრაფიაზე, რა დროსაც დადგინდა რომ წელის მალებიდან, სადაც აქამდე იყო კისტები ასულია ზურგის ტვინის არხით ხერხემლის მალებამდე და გაჟონილია ხერხემლის არხში.
ამის შემდეგ ვიყავი საქართველოში წამყვან ექიმებთან და ყველას პასუხი იყო ერთი და იგივე, რომ საქართველოში ესეთი მძიმე ფორმის ექინოკოკის მკურნალობა არ არის შესაძლებელი და სასწრაფოდ გადასაყვანი ვარ უცხოეთის კლინიკაში(ფორმა 100 დავდებ კომენტარებში).
გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მოკლე პერიოდში დაავადებამ შეძლო და ავიდა კისრის მალებამდე და ცხვირის არხებშიც ფიქსირდება წანაზარდები, რაც არ იციან ჯერ რა არის და ძალიან დიდი რისკია, რომ თავშიც ან უკვე იყოს ასული ან ძალიან მალე ავიდეს.
ბოლო 1 კვირაა განსაკუთრებით ვერც ღამე ვიძინებ და ვერც დღე, გაუსაძლისი ტკივილები მაქვს ზურგის და ასევე თავის არეში და მაქვს ძალიან მაღალი წნევები, რაც გამოწვეულია ამ დაავადებიდან.
ძალიან გთხოვთ, გევედრებით, ვიცი ძალიან ბევრჯერ დაუდექით ჩემს ძმას გვერდზე და გადაარჩინეთ და იმის წარმოდგენა, რომ ამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო შეიძლება გაბრიელის გვერდით ვეღარ ვიყო და ის, რომ მე აღარ ვიყო დედაჩემი ისე განადგურდება, რომ ცხოვრების გაგრძელებას როგორ შეძლებს არ ვიცი.
27 წლის ასაკამდე ისე მოვედი, რომ მთელი ცხოვრება ჩემს ძმაზე ვფიქრობდი ეხლა ერთადერთი რასაც განვიცდი, არის ის რომ მე აღარ ვიყო დედაჩემი როგორ იქნება როგორ შეძლებს, რომ გაბრიელს მიხედოს ესეთი განსაცდელის მერე.
მე მეგონა 14 საათიანი ოპერაციის შემეშინდებოდა, მაგრამ ერთი წუთი არ ვფიქრობ მაგაზე რადგან იმდენად იმხელა სურვილი მაქვს სიცოცხლის და ცხოვრების და იმხელა სიყვარული მაქვს ჩემი ოჯახის, რომ ვერაფერი შემაშინებს ჩემი ოჯახის დაკარგვის გარდა.
დედაჩემმა ცადა რამდენიმეჯერ თანხის შეგროვება, მაგრამ ვერ შეძლო საჭირო თანხის შეგროვება ამიტომ ძალიან გთხოვთ, გევედრებით დამიდგეთ გვერდში რომ შევძლო ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ჩემი ჯანმრთელობის გამოც შევძლებდი ბრძოლას მაგრამ მომიწია. გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი რადგან გაზიარებითაც უკიდურესად დამეხმარებით! გთხოვთ არ მიმატოვოთ.
- საქართველოს ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული
- თიბისი ბანკი
მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე
- PayPal: @Tiarajuli
🛑გთხოვთ მიშველეთ, გვერდში დამიდგეთ და არ გაატაროთ პოსტი და გააზიაროთ მოკლე პერიოდის უკან გამიკეთეს ოპერაცია რა დროსაც…
Posted by Giorgi Sandukhadze on Thursday 16 January 2025