LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტ საშა გველესიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება: „სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ბრძოლა გველის და ამ ბრძოლაში გვჭირდება თითოეული ადამიანის თანადგომა…“

153
საშა გველესიანი

ბექა რამიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოეტ საშა გველესიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და დახმარება სჭირდება.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგორც ბევრმა იცით, ჩვენს ძმას და მეგობარს, პოეტ საშა გველესიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. რამდენიმე თვეა სამეგობრო ვაკეთებთ ყველაფერს რომ ეს ადამიანი გამოჯანმრთელდეს და ჩადგეს მწყობრში. მეგობრების დახმარებით და გვერდში დგომით შევძელით ის, რომ დღეს საშას შეუძლია ადამიანების ცნობა და იღდგენს ძველ ფორმას.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ნაწილია… წინ, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ბრძოლა გველის და ამ ბრძოლაში გვჭირდება თითოეული ადამიანის თანადგომა.

ვინაიდან ჩვენი ძალებით უკვე ვეღარ ვერევით ელემენტარულ პრობლემებს

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავხადოთ საჯარო ეს პრობლემა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც საშა ძვირფასია და მნიშვნელოვანი, გთხოვოთ გვერდში დადგომა.

ამ ეტაპზე გვჭირდება თანხის მობილიზება ერთი გამოკვლევისთვის ორშაბათს, ასევე წამლის – „ცერებროლიზინი” საყიდლად.

ასევე სასწრაფოდ არის თანხა შესაგროვებელი მარტში განმეორებით MRT კვლევისთვის.

მე მივუთითებ ჩემი ანგარიშის ნომრებს და ვისაც რისი შესაძლებლობა გექნებათ, თუნდაც ეს იყოს 5 -10 ლარი რომ ჩარიცხოთ, ამით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ საშას გამოჯანმრთელებისკენ!

ასევე ვისაც სურვილი გექნებათ დაგამატებთ ჯგუფში “საშასთვის”, რომელიც შევქმენით მეგობრებმა და იქ სრულ და დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ საშას ყოველდღიურ მდგომარეობაზე და მიღწევებზე რაც შევძელით ბოლო თვეების მანძილზე.

ყველას წინასწარ გიხდით მადლობას! ❤

ანგარიშის ნომრები:

GE21BG0000000998183200

საქართველოს ბანკი.

GE45TB7959045068100046

თიბისი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g