LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მივესალმები ჩვენს არხზე გაბრაზებულ მაყურებლებს… სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს, პატიმრობაში მყოფ სტუდენტებს და აქციების დროს დაკავებულ ყველა პირს“ – „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანმა გადაცემა დაპატიმრებული კოლეგის სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო

275
მზია ამაღლობელი, მარი ბოლქვაძე

„მივესალმები ჩვენს არხზე გაბრაზებულ მაყურებლებს და მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტის დაცვა და ვრჩებით იმ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, რომელიც ამ სტანდარტის გათვალისწინებით გვაქვს მონიჭებული“, – ამის შესახებ წამყვანმა, მარი ბოლქვაძემ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანმა გადაცემა, დაპატიმრებული კოლეგის, მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო:

„სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს… მივესალმები ჩვენს არხზე გაბრაზებულ მაყურებლებს და მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენი გადაცემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტის დაცვა და ვრჩებით იმ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, რომელიც ამ სტანდარტის გათვალისწინებით გვაქვს მონიჭებული.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და პატიმრობაში მყოფ სტუდენტებს და აქციების დროს დაკავებულ ყველა პირს რომელიც ამ დროისთვის ისევ რჩება საპატიმროში“, – ამბობს მარი ბოლქვაძე.

„აბსოლუტურად დესტრუქციული, მოშლილი, ჩამოშლილია სასამართლო… ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“ – ნინო ზაუტაშვილი მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებაზე

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

„მზია იქნება ის ადამიანი, რომლის სახელზეც გავა დიქტატორის დამარცხება“ – ნინია კაკაბაძე

❗ “აჭარის ტელევიზიის” წამყვანმა, მარი ბოლქვაძემ გადაცემა მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო.

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 17 იანვარი, 2025
magti 5g