LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-10 დღეა, თბილისში 26 წლის მამაკაცს ეძებენ – „აცვია შავი, მუხლს ქვემოთ დუტის ქურთუკი, ღია ყავისფერი შარვალი და შავი ბოტასი თეთრი ძირით“

985
ლევან ჯანგულაშვილი

უკვე მე-10 დღეა, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს – 26 წლის ლევან ჯანგულაშვილს ეძებენ. ლევან ჯანგულაშვილი ბოლოს 12 იანვარს, საღამოს 19:00 საათზე, გოძიაშვილის ქუჩაზე ნახეს.

როგორც „ფორტუნას“ ლევან ჯანგულაშვილის დედამ განუცხადა, ოჯახს სიახლე ჯერ არაფერი აქვს, სამძებრო ოპერაციაში ჩართულია პოლიცია.

„არ გამოჩენილა, ბავშვი დაკარგულია 12 იანვრის საღამოს 19:00 საათის შემდეგ გოძიაშვილის ქუჩიდან. საერთოდ არაფერი ვიცით, დაწყებულია გამოძიება – პოლიცია ეძებს.

აცვია შავი, მუხლს ქვემოთ დუტის ქურთუკი, შავი ნაქსოვი სვიტრი ბრტყელი ნაცრისფერი ზოლით, თამბაქოსფერი შარვალი და შავი ბოტასი თეთრი ძირით. მარცხენა ყურს ქვემოთ, ყელთან აქვს ტატუ. თან ჰქონდა ტელეფონი, რომელიც გოძიაშვილზე უკვე ითიშება“, – უთხრა ლევან ჯანგულაშვილის დედამ „ფორტუნას“.

ინფორმაციის ქონის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 555 22 03 37

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g