ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და მექსიკამ ერთობლივი განაცხადი შეიტანეს ფიფა-ში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე, – წერს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.
გარდა ამისა, ტურნირის ჩატარებაზე პრეტენზიას აცხადებს მაროკო.
საერთაშორისო ფედერაცია პრეტენდენტთა შეფასებას მალე დაიწყებს. კერძოდ, სპეციალური კომისია კანდიდატ ქვეყნებს ესტუმრება, რის შემდეგაც 13 ივნისს, მოსკოვში გასამართ ფიფას 68-ე კონგრესზე მასპინძელ ქვეყანას აირჩევენ.