LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება

106
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1.4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.

ამასთან, გაგრძელდება „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებშივე, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულია რეკორდული 565 მლნ აშშ დოლარის შემოსავლები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g