LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ კოლეგებს, რომლებიც დღეს დამკვირვებლებად არიან წარმოდგენილი, თუ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ, ძალიან ცდებიან, ხვალ მათთანაც მოვლენ, მაგრამ გვიანი იქნება“ – გურამ როგავა მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქციაზე

148
გურამ როგავა

„მინდა ჩემს კოლეგებს მივმართო „რუსთავი 2-დან“ და სხვა მედიასაშუალებებიდან, რომლებიც დღეს მხოლოდ დამკვირვებლებად არიან წარმოდგენილი. თუ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ, ძალიან ცდებიან, ხვალ მათთანაც მოვლენ, მაგრამ გვიანი იქნება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ხმის ამომღები არავინ დარჩება“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი წარმოადგენს დღეს მედია ორგანიზაციას, რომლის რედაქციაც ემსახურება ხალხის და არაერთი ადამიანის ინტერესებს:

„მე დღეს აქ მოვედი იმიტომ, რომ მზია ამაღლობელს გამოვუცხადო მხარდაჭერა. მზია ამაღლობელი წარმოადგენს დღეს მედია ორგანიზაციას, რომლის რედაქციაც ემსახურება პირველ რიგში, მოსახლეობის, ხალხის ინტერესებს და არაერთი ადამიანის ინტერესებს.

ოცნების „ნიუსრუმი“ ბიძინა ივანიშვილს აქვს – ტელეკომპანია „იმედი“ და „იმედის“ დამფუძნებელმა, მფლობელმა გუშინ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მაგალითად: ჩემზე თავდასხმა მის ეთერში იმის გამო არ გაშუქდა, რომ მე თურმე ვაკრიტიკებ „იმედს“ და „იმედის“ თანამშრომლებს.

სწორედ, ასეთია ოცნების „ნიუსრუმი“ ბიძინა ივანიშვილისთვის. მას წარმოუდგენია, რომ ამ ქვეყანაში ყველა ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს, რადგან მზია ასეთ რედაქციას არ წარმოადგენს, ამიტომაც არის პატიმრობაში. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენც იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, – განაცხადა როგავამ.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მზია ამაღლობელს: „შენ რომ ბევრი მაღალი მთა გადაიარე და დალაშქრე, უკან მოიტოვე და ახლა ყველაზე მაღალი მთის წინ რომ დგახარ… ალბათ ესაა გზა, რომელსაც საკუთარ თავში ხშირად გადის მებრძოლი და თავისუფალი ადამიანი“

„აქედან ხმა როგორ მივაწვდინო არ ვიცი, მაგრამ მაინც ვცდი… ამ დროს ხელის ხელზე შეხება მირჩევნია ან ჩახუტება. ვწუხვარ ახლა, რომ ეს არ გამოვა“ – წერს მაია ცირამუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g