LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 მარტს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

68

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) ტესტირების მიზნით საჭიროა გვირაბის დაკეტვა. რის გამოც, 2018 წლის 28 მარტს, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები