LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან“ – კახა კინწურაშვილი

170
Capture

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს. შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან სიტყვით მიმართა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა.

მან ბავშვობაში გამოვლილი დევნილობის პერიოდი და განცდილი ტკივილი გაიხსენა და თავისი გამოსვლის დასასრულს თქვა, რომ „ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან“.

„ახლა მოითხოვენ აწეული თავი დახარო და ბოდიში მოიხადო, ბოდიში იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანები ნახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, როდესაც ომზე ჰყვები, ყოველთვის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდება და ომის შენი ხედვა ბავშვურიაო. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული, ომი ბევრჯერ ვნახე და არასდროს მშვიდობა. ის რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება მშვიდობა არ არის. დღეს დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები, ამაყად, და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, სწორედ ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება. იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ. მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან“,- განაცხადა კინწურაშვილმა.

„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიდგებით.. ახალი თეატრი დაიძვრება რეგიონებში“ – დავით დოიაშვილი

„არაფრით არ შეიძლება, რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვათ. ჩვენ ჩვენს შვილებს ფარად უნდა დავუდგეთ“ – ნინო კასრაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g