LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ…პოლიტიკოსს ან მის შვილს ქუჩაში ესვრიან…“ – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

371
2025-01-23_22-55-14_974896

ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას ახალ წინასწარმეტყველებას უზიარებს, სადაც საკმაოდ მნიშვნელოვან მოსალოდნელ მოვლენებზე საუბრობს:

„წინა წელთან შედარებით ნაკლები მიწისძვრა იქნება მსოფლიოში, თუმცა ამ მიწისძვრებიდან, ყველაზე მძლავრი საქართველოში ორი იქნება. შედარებით პატარა დაზიანებებს მოიტანს. გახშირდება წყლის მოვარდნები. ასევე წლის ბოლომდე საქართველოს დიდი ტერიტორია ცეცხლმა უნდა მოიცვას.

მსახიობის გარდაცვალებას გავიგებთ, თეატრი იტყვის ამას. ასევე სახლში ნაპოვნი ცხედარი იქნება, რომელიც დაზიანებული იქნება რა თქმა უნდა. ახალგაზრდა ბიჭის პოვნა, რომელიც გარდაცვლილი იქნება. ასევე ლიფტის დაზიანების შედეგად დაშავებული ადამიანი, შესაძლოა გარდაცვლილიც იყოს. ცეცხლმოკიდებული რამდენიმე სახლი. ეს არის მომავალი რამდენიმე თვის წინასწარმეტყველება.

ფრთხილად იყავით ხანში შესულ ადამიანებთან და პატარა ბავშვებთან, რადგან ფრინველური და ცხოველური ვირუსი მოდის, რაც არსებულს დაემატება. შეიქმნება პანიკური მდგომარეობა, ასევე კანის დაზიანებები და დაავადებები გავრცელდება.

ჭირი, რომელიც ცხოველებზე იმოქმედებს. პოლიტიკოსის დაავადებაზე იქნება საუბარი, რომელსაც ყველა ვიცნობთ. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ეს წელს გამოჩნდება განსაკუთრებით.

პოლიციის მანქანას უკიდია ცეცხლი, რომელიც გადმოტრიალებულია. არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ, არის გეგმა შემუშავებული, სადაც უნდა მოხდეს, რამდენიმე კომპანიის დახურვა და მასიური დაკავებები. იქნება ისეთი პროდუქტი რაც არ უნდა შეიქმნას არალეგალურად.

ან პოლიტიკოსს ან მის შვილს ქუჩაში ესვრიან. ასევე იქნება პოლიციის შენობაზე ან სტრუქტურაზე თავდასხმა. მიწის ჩამოშლა იქნება. მცოცავი მიწა. ქარბორბალა და ქარიშხალია მოსალოდნელი“, – ამბობს გოგა მანია ვიდეოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g