ზუგდიდიდან დამირეკეს ჯერ პოლიციამ, მერე სასამართლომ… ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
„იმ დღეს ზუგდიდიდან დამირეკეს ჯერ პოლიციამ მერე სასამართლომ. იმდენი ვიცინე თვითონაც ამყვნენ ლამის. ცხადია არც მიფიქრია მისვლა. არც გამხსენებია. ხოდა დღეს გადმომცეს ჯარიმასთან ერთად იარაღის ტარების უფლება შემიზღუდეს.
90-იანების მერე არც მინახავს იარაღი, არც მაინტერესებს. ასეთი კომიკურები ხართ. არ არსებობთ, თამაშობთ რაღაც იდიოტობას. წლებია არცერთი ჯარიმა არ გადამიხდია, არცერთ სასამართლოზე არ ვყოფილვარ, არცერთ დაკითხვაზე, სასაცილოდ არ მყოფნით.
რეჟიმის პატიმრები გამოუშვით და თუ რამის თავი გაქვთ ჩვენთან ქენით ბანძებო!
P.S. ხვალ მოვდივარ სამეგრელოში შუშანა მაცაბერიძე გამოდის და შემოგივლით, უიარაღოდ“, – წერს ხოშტარია.