LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 თვე მოპარული არჩევნებიდან – 9 საათზე თსუ-დან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება

115
8vebs

3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ – უწყვეტი პროტესტის მონაწილეები დღეს, 26 იანვარს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობას მოაწყობენ.

შეკრება 19 საათიდან დაიწყება.

„26 იანვარს, 3 თვე გადის, რაც ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელეს და ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენეს.

მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით – ჩვენი ხმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს ყველამ.
შევიკრიბოთ კვირას, 19 : 00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და მსვლელობით დავიძრათ პარლამენტისკენ.

3 თვეა ვიბრძვით – ერთად დავიცვათ ჩვენი არჩევანი და ევროპული მომავალი!“, – ნათქვამია დაანონსებული აქციის აღწერაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g