LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი… გარედან გავაგრძელებ ბრძოლას“ – თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

4635
Untitled design

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. „მთის ამბებმა“ ინტერვიუ თეას გამგზავრებამდე, რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა. მეცნიერმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება უკანონოდ დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.

„ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ“, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

ამას წინ უძღოდა, სასამართლოს მიერ, თეა გოდოლაძეზე მძიმე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პარტნიორის გამართლება, თეასთვის ბრალის წარდგენა, „ქართული ოცნების“ პირველი პირებისგან სიტყვიერი თავდასხმები და მის წინააღმდეგ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g