ალბათ ყველაზე კარგად ვიცი რა საგანგაშოა 15 დღე წყალზე ყოფნა, შეუქცევადი პროცესები დაიწყება მალე! ამიტომ, ექიმებო, ყველამ ავტეხოთ განგაში მერე გვიანი არ იყოს, – აღნიშნულის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და „ბათუმელების“ რედაქტორის, მზია ამაღლობელის შიმშილობას ეხმაურება.
„ზუსტად მახსოვს ჩემი შიმშილობის დროს როგორ მერიდებოდა დიდი აქცენტი ჯანმრთელობაზე, მთავარი ამოცანაზე კონცენტრირება იყო.
ზუსტად მესმის ქალბატონი მზიას პოზიციაც, ასე ჩანს. თუმცა ალბათ ყველაზე კარგად ვიცი რა საგანგაშოა 15 დღე წყალზე ყოფნა, შეუქცევადი პროცესები დაიწყება მალე! ამიტომ, ექიმებო, ყველამ ავტეხოთ განგაში მერე გვიანი არ იყოს.
თავს ვერანაირად მივცემ უფლებას შეწყვეტა არ შეწყვეტაზე საერთოთ ხმა დავძრა. პოლიტპატიმრების გამოშვება, საერთაშორისო განგაში, ბევრმა შეიძლება არ იცის.
ჩვენ პარტიები ჩვენ წილს ვაკეთებთ, ენჯოებიც, ხალხიც, მაგრამ კიდევ უფრო უნდა ავტეხოთ, უნდა ვქნათ“, – წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.