LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახლის ახალმა მფლობელებმა ეზოში 70 წლის Daimler-ის ნარჩენები იპოვეს

77

ბრიტანეთის საკუთრებაში არსებული კუნძულ ჰერნსის მაცხოვრებლებმა ტრეისი უორდმა და მისმა მამამ, ბრაიან რასელმა თავიანთი ახალი სახლის უკანა ეზოში 1950 წელს გამოსული Daimler-ი ამოთხარეს. ავტომობილისგან მხოლოდ შასის ელემენტები, სალონის დეტალები, ძრავი, გადაცემათა კოლოფი და წინა ბამპერია შემორჩენილი. ინფორმაციას AutoClassics ავრცელებს.

სარეგისტრაციო დაფის მიხედვით, კლასიკური ავტომობილების მოყვარულთა ადგილობრივმა კლუბმა Guernsey Old Car Club ივარაუდა, რომ Daimler 1949 წელს არის გამოსული. თუმცა, უცნობია, რატომ „დამარხეს“ ავტომობილი ქვების ქვეშ.

ერთ-ერთი ვარაუდი ის არის, რომ ამ გზით წინა მფლობელებმა უბრალოდ არასასურველი ჯართი დამალეს. ასეთი პრაქტიკა ნაგვის გადამუშავების თანამედროვე ცენტრების გამოჩენამდე გამოიყენებოდა და ხშირად ეზოს ქვაფენილის ქვეშ ნიჟარები, ძრავები და სხვა „ნაგავი“ იმალებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები