საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ვიზიტისას, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსითა და აქსესუარებით იყო წარმოდგენილი – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.
მეხუთე პრეზიდენტის „ინსტაგრამზე“ განთავსებულია სალომე ზურაბიშვილის ფოტოები და დიზაინერების ჩამონათვალი:
„პრეზიდენტი, აშშ-ში ვიზიტისას ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსითა და აქსესუარებით იყო წარმოდგენილი.
თამუნა ინგოროყვა, ნინი ზარქუა, ninosepojewelry, situationist_official, janashia_
დემნა გვასალია, maisonketi, irma_jewelry, papanakibrand
მაკა ნაცვლიშვილის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ინსტაგრამზე“.