ნინო ბაშარული იუბილარია.
ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს და უამრავ მილოცვას იღებს.
„დღეს ჩემი დღეა და დაე, შემდგომი დღეები კიდევ უფრო ლამაზი იყოს!
ჩვენ კი, გაცნობიერებული და მადლიერი ყოველი წუთის…
დღემ უცერემონიოდ ჩაიარა, მედიტაციებში, ლოცვებში, სიმღერებზე მუშაობაში და ლამაზ, ერთიან საზოგადოებაზე ოცნებაში.
დღეს, აღმოსავლური სტილით ახალი წელიც შემოდის და უნიკალური დღეა!
სიყვარული გამრავლებულიყოს სამყაროში!
და კეთილი სურვილები ასრულებულიყოს მხოლოდ! ⚡️
ვიცი, ბევრი მყავხართ გულშემატკივარი!
მჯერა, გიყვარვართ და რასაც მისურვებთ, ასმაგად დაგიბრუნოთ სამყარომ!
მიხარია, რომ მყავხართ ადამიანებო.
მადლობა ჩემ მეგობარს, კარიმს
Karim Omran და სტუდია – Kemet media production-ს ჩემ პროექტში წვლილის შეტანისთვის, საოცარი ფოტოებისთვის
თუ რა პროექტია, მალე გაიგებთ,“ – წერს ნინო ბაშარული.