LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა იაქაშვილი: „მე და ჩემი ცოლი რომ გავშორდით, შვილებმა ამოისუნთქეს… საერთო ენას ვერ ვპოულობდით…“

704
page

მსახიობი ზაზა იაქაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ცოლთან გაშორების შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ეს მათი შვილებისთვის შვების მომგვრელი ამბავი იყო:

„მე და ჩემი მეუღლე ერთი მიმართულებით არ ვიყურებოდით, ამიტომ იყო მუდმივად კონფლიქტი. 21 წლის ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. 22 წლის ასაკში მამა გავხდი.

ყოფილ ცოლთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

ნორმალური. ჩვენ მაშინ გაშორდით ერთმანეთს, როცა ყველაფერი მორჩა, ანუ სიყვარული დამთავრდა. არავითარი კარის გამოჯახუნება არ ყოფილა. ამიტომ არის, რომ დღესაც მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს.

რამდენი წელი იყავით ერთად?

13 წელი. არავინ იჯერებდა, რომ უბრალოდ გავშორდით. სიყვარულით შექმენით ოჯახი, მაგრამ მაშინ პატარები ვიყავით. ადამიანი რომ იზრდება, ერთი მიმართულებით იზრდება, მეორე – მეორე მიმართულებით. ჩვენი განვითარება სხვადასხვა მიმართულებით მოხდა, საერთო ენას ვერ ვპოულობდით.

შვილების გულისთვის რომ მოგეთმინათ, იქნებ, მერე გაგეგოთ ერთმანეთისთვის.

3 წელი ვიბრძოდით. ვატყობდით, რომ შვილებიც შეწუხდნენ ჩვენი მუდმივი კონფლიქტით, ამიტომ ჯობდა, ყველაფრისთვის წერტილი დაგვესვა.

შვილებმა როგორ გადაიტანეს თქვენი გაშორება?

ამოისუნთქეს… (იცინის).

ახლა თუ გყავთ გვერდით საყვარელი ქალი?

ჯერ – არა. ცოტა ხნის წინ დავშორდი ერთ ადამიანს, თუმცა გავიცანი სხვა გოგონა, რომელიც ასაკით ჩემზე უმცროსია. ჯერ ჩვენ შორის არაფერია, მაგრამ ვისურვებდი, რომ იყოს. ვნახოთ, ცხოვრება როგორ წარმართავს ჩვენს ურთიერთობას.

ამ ქალს რა მიზეზით დაშორდით გაშორდით?

ჩემთან მიმართებაში რაღაცები შეეშალა.

მედალს ორი მხარე აქვს, თქვენ არ შეგშლიათ მასთან ურთიერთობაში არაფერი?

არა. შეუცდომელი არავინ ვართ, მაგრამ არაფერი შემშლია…

ინტერვიუს სრულ ვერსიას გაეცნობით ჟურნალ „სარკის“ 29 იანვრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g