მიხეილ მესხის სტადიონზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისვლას, მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.
ისინი გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაკავებას აპროტესტებენ.
ჟურნალისტებს მიტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.
სტადიონის შესასვლელის კარი ბოქლომით არის ჩაკეტილი. „მშიშარა მშიშარა“, – ასე მიმართავენ ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სტადიონის ტერიტორიაზე, სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.