პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანრი კვარაცხელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, გადაისინჯა კვარაცხელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა, საქმე კი არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
ცნობისათვის, საპროტესტო აქციების მონაწილე ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას – პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.
„შენი თავისუფლება ჩვენი ბრძოლაა“ – დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი დაბადების დღეს ულოცავს
„ძალიან მიყვარხარ და მენატრები“ – ანრი კვარაცხელიას მეუღლის ემოციური მიმართვა
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი