„ქალმა საზიზღარი შეურაცხყოფა არ აპატია კაცს და სილა გააწნა (რომელმაც საკუთარი მუნდირის ღირსებაც არ იცის) ამის გამო საპყრობილეში შიმშილობს. სად არის ჩვენი ქართველობა, კავკასიელობა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი რეზო თაბუკაშვილი წერს.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმში აქციაზე დააკავეს. ის უკვე 18 დღეა, შიმშილობს და დაკავების დროიდან მხოლოდ წყალს იღებს.
ცნობისათვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.