გიორგი ახობაძის მეგობარი, ანდრო დადიანი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც გიორგის პროფესიონალიზმზე საუბრობს.
მისივე თქმით, მან დედა სიკვდილს გადაარჩინა და სახლში ურთულეს პაციენტს უვლიდა.
,,ინსულტის შემდეგ, დედას გიორგი უვლიდა, მან გადაარჩინა. ის სუპერ პროფესიონალია. ყველა მიმართულებით აქვს გამოცდილება, ანესთეზიოლოგიც იყო და რეანიმატოლოგიც. ძალიან კარგად ფლობს ამ ხელობას. დედამისი ვერც საუბრობდა და ვერც ჭამდა. სახლში მინი რეანიმაცია მოაწყო, გიორგი იყო მისთვის ყველაფერი, მასზე უკეთ ეს ვერც ვერავინ გააკეთა…“, – საუბრობს ანდრო დადიანი.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.