LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეორე დღეა სკოლა სკოლას აღარ ჰგავს… აღარ ხმაურობს ძველებურად… რთული გასააზრებელია რაც მოხდა… მშვიდად განისვენე ჩვენო ფაიფურის თოჯინა, ჩვენი ნატალია!“ – თბილისის N32 საჯარო სკოლა ნატალია ქოიავას გარდაცვალებაზე

1145
ნატალია ქოიავა

რამდენიმე დღის წინ, ანსამბლ „რუსთავის“ წევრის მახო ქოიავას ქალიშვილი ნატალია ქოიავა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის N32 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ვუსამძიმრებთ ოჯახს და ახლობლებს“ – ანსამბლი „რუსთავი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„მეორე დღეა სკოლა სკოლას აღარ ჰგავს… აღარ ხმაურობს ძველებურად… რთული გასააზრებელია რაც მოხდა… უსამართლოა წუთისოფელი… ჩვენი სკოლის XIბ კლასის მოსწავლე, მშვენიერი ნატალია ქოიავა, აღარ არის… ძნელია, მძიმეა ამის გააზრება, გაგება, მიღება… ის ჩვენი ნაწილი იყო და აღარ არის…

თითოეული წევრი 32-ე საჯარო სკოლის,როგორც ერთი, განიცდის და გლოვობს ნატალიას იმიერ სამყაროში გადაბრძანებას. მოურჩენელ ტკივილად დარჩები!!!

მშვიდად განისვენე ჩვენო ფაიფურის თოჯინა, ჩვენი ნატალია! 😭💔“, – წერს თბილისის N32 საჯარო სკოლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g