LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბაჩიაშვილი: „მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ, ან ქვეყნიდან გააძევონ“

231
გიორგი ბაჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, „ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაციაა.

„ეს არის პროცესი, სადაც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც“ – საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს, პროკურორის თქმით, მან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მიითვისა

მისივე განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ არსებობს 150-კაციანი სია, რომელიც ან უნდა დააპატიმრონ, ან ქვეყნიდან გააძევონ:

„ბოლომდე რომ ამათი ნება იყოს, ამ სხდომებს საერთოდ არ ჩაატარებდნენ და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ, ივანიშვილს მაინც უნდა, რომ ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ამ შენობაში რაღაც ხდება და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი არის მოსალოდნელი, არაფერი გაგიკვირდეთ. ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია იმისთვის, რომ დიდძალი თანხა გამომძალოს…

სიაზე მაქვს ინფორმაცია, ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, შიგნიდან არის. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ბოლომდე გამოავლინონ ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც, მათი აზრით, საყოველთაო პროტესტი ჩაიხშობა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პროტესტის სახეა, მაგრამ რამდენი ადამიანიც უნდა დააკავონ, ყოველთვის ახალი ხალხი წამოიწევს ზედაპირზე, იმიტომ, რომ ეს საყოველთაო პროტესტია. აქ არავის არც ფულს უხდიან და არც არავინ ფულის გამო არ დგას, ყველა საკუთარ ფასეულობებს იცავს.

ყველანაირი სიბინძურე მზადდება, მათ შორის „საქმეები იკერება“, მზადდება პროვოკაციებიც. არაერთი პროვოკაცია ვნახეთ, მათ შორის, ყველა ძალისმიერ მეთოდზე არის საუბარი: დაშინება, დევნა, მოსყიდვა. რასაც კი შეძლებს, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

„90-იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა…“ – ბაჩიაშვილი ასაჯაროებს წერილს, რომელიც მისი თქმით ივანიშვილმა გაუგზავნა

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას უკავშირდება – პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g