ბევრი საავტომობილო კომპანიის სერიულ ხაზშია განახლებული მოდიფიკაციები, თუმცა მათ შორის ყველა როდია ნამდვილად მოდიფიცირებული. ხშირად ასეთი მანქანები თავისი „თანამოძმეებისგან“ მხოლოდ ვიზუალით განსხვავდებიან – იქნება ეს დეკორი, საბურავის დისკები თუ სალონის გაფორმება.
ამასთან ტექნიკური შიგთავსი ზოგჯერ სრულიად სტანდარტული რჩება: საუკეთესო შემთხვევაში ტუნერები მინიმალურ დეტალებს ცვლიან, უფრო მეტად კი ამასაც არ შვრებიან.
ჩვენს გალერეაში თავმოყრილია მსგავსი „სპორტული“ ვარიანტები. ეს არის საოჯახო ლიფტბეკი და უნივერსალი ჩეხეთიდან, კომპაქტური ბრიტანული ჰეტჩბეკი, მიკროავტობუსი გერმანული ტუნინგ-ატელიესგან და ორი კროსოვერი კორეიდან, მათ შორის ელექტრონული.
![06ca1a8ff221daf79de99404b9eedf8a](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_14-09-28_045352.jpg)
![6f770d74d41ebc957c859d3860d10052](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_14-09-29_503257.jpg)
![7c975bd8de56f409b5382b16ad207ec7](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_14-09-30_787141.jpg)
![112a52d7a64e4d14c5f5ce53d05a2925](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_14-09-32_067099.jpg)
![1462a2dd557e78baa85d316eff3f0c53](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/01/2025-01-31_14-09-33_470843.jpg)