LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: „შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით“

117
Capture

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი“ არის ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და „გამარჯვება დროის საკითხია“.

გახარიამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ხელისუფლება „ყველას მიუკაკუნებს კარზე“, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ახლა ჩუმადაა და ფიქრობს, რომ მას არაფერი ეხება.

„ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს.

ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის – იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია.

„თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!“ – წერს გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g