LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიას თავმჯდომარე – „ფეისბუქზე“ გამოხატული მოსაზრებების გამო ჩხრეკა, დაკავება და საქმის წარმოება ახალ ნიშნულზე ავიდა – როგორც ჩანს, ამ პრაქტიკის გამოყენება უფრო ინტენსიური გახდება

153
ნონა ქურდოვანიძე

Facebook-ზე გამოხატული მოსაზრებების გამო ჩხრეკები, დაკავება და საქმის წარმოება ახალ ნიშნულზე ავიდა, – ამის შესახებ ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც შსს-ს მიერ დღეს სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.

როგორც ქურდოვანიძე აღნიშნავს, როგორც ჩანს, ამ პრაქტიკის გამოყენება უფრო ინტენსიური გახდება.

ეს ტენდენცია უკვე გამოკვეთილი იყო 2023 წლიდან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს პოსტის თუ ვიდეოს სახით, რასაც საერთო სასამართლოებიც იზიარებდნენ.

მაგალითად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ აღნიშნა, რომ „სოციალური ქსელი, მათ შორის „ფეისბუქი“, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს არის საზოგადოების წევრთა ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საზოგადოების სიმშვიდეს და გამოხატულებას პოვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში.“

სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ასევე კურიერი, რომელმაც სოციალურ ქსელ Tik-Tok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოჩანაწერში იგი გამოხატავდა მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც გააგზავნა საია-მ.

როგორც ჩანს, ამ პრაქტიკის გამოყენება უფრო ინტენსიური გახდება“, – წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „ვართ ქვეყანაში, სადაც შეიძლება „პოსტის“ გაზიარების გამო ვიღაცა შემოვიდეს, გაგჩხრიკოს, წაგიყვანოს და დაგკითხოს – წარმოუდგენელია“ – სამოქალაქო აქტივისტმა ილია ღლონტმა დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g