LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დაიჭირეს… მე იმის მრცხვენია აქამდე რომ არავის დავუჭერივარ, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ არაფერზე ხმა რომ არ ამოგიღიათ, „კოლეგებო“?“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გადაცემა „რა? სად? როდის?“ ირაკლი ვეშაგურიძის დაკავების შესახებ

183
ირაკლი ვეშაგურიძე

„2 თებერვლის Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს“,– ინფორმაციას გადაცემა „რა? სად? როდის?“ Facebook გვერდზე ავრცელებს.

„თავისუფლება ირაკლი ვეშაგურიძეს!”, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.

„ტერორი საქართველოში, რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, რეჟიმმა ტიტუშკების ხელით ისევ გამოიყენა არაპროპორციული ძალა“ – სალომე ზურაბიშვილი Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე  განვითარებულ მოვლენებზე

ვეშაგურიძის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს ისტორიკოსი ბექა კობახიძეც:

„ქვეყნის 10%-ს რომ ჰქონდეს ირაკლი ვეშაგურიძის დონის განათლება, სინდისი, სამოქალაქო შეგნება და პატიოსნება, დღეს ჩვენ ძალიან კარგი, ქართულ საფუძვლებზე აგებული ევროპული სახელმწიფო გვექნებოდა. დღეს ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დაიჭირეს.
მე იმის მრცხვენია აქამდე რომ არავის დავუჭერივარ, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ არაფერზე ხმა რომ არ ამოგიღიათ, „კოლეგებო?“ – წერს ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე რამდენიმე მომიტინგე, მათ შორის გიორგი ქადაგიძე დააკავეს

„სკამზე მჯდომ, ბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე წიხლს მირტყამს“ – ნიკა მელია

კაია კალასი: თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია – საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს

ქვეყნის 10%-ს რომ ჰქონდეს Irakli Veshaguridze-ს დონის განათლება, სინდისი, სამოქალაქო შეგნება და პატიოსნება, დღეს ჩვენ…

Posted by Beka Kobakhidze on კვირა, 02 თებერვალი, 2025

თავისუფლება ირაკლი ვეშაგურიძეს! ✊🇬🇪🇪🇺 https://www.gametv.ge/index.php?section=2&lang_id=&id=386

Posted by რა? სად? როდის? on კვირა, 02 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g