„აქ, ამ ქვეყანაში არც თავგანწირვაა საკვირველი, არც სამშობლოს სიყვარულისთვის უსასრულო, დაუღალავი ბრძოლა! ზუსტად ვიცი, თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს შეჩერდება ჩვენს ქვეყანაში!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი წერს.
ხიდაშელი Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელის თქმით საქართველოში დიქტატურა არ გამოვა. ხიდაშელი წერს, რომ „ჩვენი მიზანი ამ გზის ადამიანური დანაკარგების გარეშე გავლა უნდა იყოს“:
„ტერორი საქართველოში, რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, რეჟიმმა ტიტუშკების ხელით ისევ გამოიყენა არაპროპორციული ძალა“ – სალომე ზურაბიშვილი Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე
სალომე ზურაბიშვილი გუშინ, თბილისში, Tbilisi Mall-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს X-ზე ეხმაურება:
„33 წლის წინ, 2 თებერვალს ტყვიას გვესროდნენ! 33 წლის წინ, 2 თებერვალი მსხვერპლით დასრულდა!
აქ, ამ ქვეყანაში არც თავგანწირვაა საკვირველი, არც სამშობლოს სიყვარულისთვის უსასრულო, დაუღალავი ბრძოლა! ზუსტად ვიცი, თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს შეჩერდება ჩვენს ქვეყანაში! აქ დიქტატურა არ გამოვა! მაგრამ სამწუხაროდ, არც სხვადასხვა დროის ხელისუფალთა მანიაკალური საძალაუფლებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერზე წასვლაა უცხო ჩვენთან. ისინი ზოგჯერ მსხვერპლს ითხოვენ .
ჩვენი მიზანი ამ გზის ადამიანური დანაკარგების გარეშე გავლა უნდა იყოს.
მზია უნდა გადარჩეს!!! მზია უნდა გათავისუფლდეს! ეს ჩვენც ვიცით, და კიდევ უფრო უკეთ მათ იციან! იციან რომ გარდაუვალს ახანგრძლივებენ, ცეცხლს ეთამაშებიან.
ძალაუფლებით ცეცხლთან თამაში არასოდეს, არასოდეს სრულდება მშვიდობით. ესეც იციან, და მაინც დაუზოგავად უნთებენ, უჩიჩხინებენ, ნავთს და შეშას აყრიან….
მჯერა, ესენი სწორედ იმ საძალუფლებო ცეცხლში დაიწვებიან. მთავარია მსხვერპლშეწირვა ვერ მოასწრონ, არ დასცალდეთ!“ – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე რამდენიმე მომიტინგე, მათ შორის გიორგი ქადაგიძე დააკავეს
33 წლის წინ, 2 თებერვალს ტყვიას გვესროდნენ! 33 წლის წინ, 2 თებერვალი მსხვერპლით დასრულდა! აქ, ამ ქვეყანში არც…
Posted by Tinatin Khidasheli on კვირა, 02 თებერვალი, 2025