მენის კუნძულზე, სახელგანთქმულ მოტორბოლა Isle of Man TT-ზე ახალი Porsche 911 GT3 RS-ის დებიუტი შედგა. ვიდეო, სადაც სპორტქარის დემონსტრაციაა ასახული, მწარმოებლის Vimeo-ს არხზე დევს.
გარბენის მიზანი 911 GT3 RS-ის მართვადობის დემონსტრირება იყო, რომელმაც მაღალი სიჩქარით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ტრასაზე ირბოლა.
კაპოტ ქვეშ Porsche 911 GT3 RS-ს 4.0 ლიტრიანი ოპოზიტური ძრავი აქვს, რომელიც 520 ცხენის ძალას ავითარებს. ას კილომეტრს 3,2 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 321 კმ/საათი აქვს.
რაც შეეხება კუნძულ მენს, აქ პირველი რბოლა 1904 წელს შედგა. სამი წლის შემდეგ ღონისძიება მოტოციკლისტების რბოლა Tourist Trophy-დ გადაიქცა. მის ექსტრემალურობაზე მხოლოდ ერთი რამ მიუთითებს – საშუალო სიჩქარე 210 კილომეტრ/საათია, ხოლო ცალკეულ მონაკვეთებზე 330 კმ/საათამდეც კი სწრაფდებიან მრბოლელები.
გარდა მოტოციკლებისა, რეკორდებს კუნძულზე ავტომობილებითაც ამყარებენ. 2016 წელს Subaru WRX Sti-მა, რომელიც მარკის ამერიკულმა განყოფილებამ მოამზადა, 207 კილომეტრი 17 წუთსა და 35,139 წამში გაიარა.