„არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან, და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს“, – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობის, მანანა აბრამიშვილის შვილი, მსახიობი თეკლა სულაქველიძე სოციალურ ქსელში წერს და ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ მისი სახელი „ზოგისთვის მხოლოდ იარაღია“, რომელსაც დედამისის წინააღმდეგ იყენებენ.
მას შემდეგ, რაც მანანა აბრამიშვილმა საკუთარი კოლეგების მიერ სპექტაკლ „მიჯაჭვული პრომეთეს” დასრულების შემდეგ გამოხატული პროტესტი გააკრიტიკა და თქვა, რომ თეატრი პროტესტის ადგილი არ არის, მსახიობებმა ნანკა კალატოზიშვილმა და ეკა დემეტრაძემ ვიდეომიმართვით უპასუხეს აბრამიშვილს.
ვიდეო: „სად ხარ მართალი ნანე? შვილზე წინ აყენებ ხარებას, რომელიც არბევს შენს შვილს, გაზით გუდავს… ძალიან საყვარელი ხარ, რომ ნაცებს გვეძახი… ზუსტად მიშას დროს, გლდანის ციხესთან ვიდექი, მაშინ 23 წლის ვიყავი, 5 თვის ბავშვი მყავდა…“ – ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე კოლეგას, მანანა აბრამიშვილს მიმართავენ
რუსთაველის თეატრის მსახიობის, მანანა აბრამიშვილის ვიდეომიმართვას, რომელშიც მსახიობმა სპექტაკლის შემდგომ გამოხატული პროტესტის გამო, მისი რამდენიმე კოლეგა გააკრიტიკა, მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე ეხმაურებიან.
„ცუდ მდგომარეობაში ხარ მანანიკო, შენი შვილი ქუჩაში, აქციებზე დგას, გავიგე შენი პასუხი, რომ მე მას ამ თემაზე არ ველაპარაკებიო. იცი, რატომ არ ხარ მართალი? შენ ირჩევ ხარებას და არა შენს შვილს, ეს სხვაობაა ჩვენს შორის, შვილზე წინ აყენებ ხარებას, რომელიც არბევს შენს შვილს, გაზით გუდავს. რა ფასეულობებზეა საუბარი?!“, – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი ვიდეომიმართვაში.
სწორედ აღნიშნულს მოჰყვა თეკლა სულაქველიძის პოსტი სოციალურ ქსელში:
„მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა – ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად.
ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი – ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის. როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა. ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი – დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ.
ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე – მისას. არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან, და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს. მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის. მადლობა და ნახვამდის“, – დაწერა მან.
მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ…
Posted by Tekla Sulaqvelidze on ორშაბათი, 03 თებერვალი, 2025
შვილის პოსტს საკუთარ ფეისბუკგვერდზე აზიარებს მანანა აბრამიშვილი და წერს:
„ჩემი შვილის პასუხი ყველას ახლაც თეატრში ვარ ჯერ კიდევ და უცებ ვხედავ ჩემი შვილის პასუხს ყველას მიმართ და დიახ! მე ბედნიერი დედა ვარ, რომ გავზარდე სწორად ჩემი ორივე შვილი და რომ ვერასდროს შეძლებს ვერავინ ეს ყველაფერი ილუზია გახადოს!!!! ყველაფერი ამისთვის ღირს ცხოვრება და მე ვცხოვრობ ყველა დედას და შვილებს სიკეთე… სამყაროში“