ზინედის ზიდანის ხელმძღვანელობით მადრიდის „რეალი“ ზედიზედ სამჯერ გავიდა ფინალში და ფრანგი სპეციალისტიც რეკორდებისკენ მიილტვის.
ზინედინ ზიდანი, რომელმაც გუნდი 2.5 წლის ჩაიბარა მთავარ მატჩებს არ ტოვებს: ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი სამი შესაძლობლებიდან – თანაც წინა ორი მოგებული აქვს.
ფრანგისთვის ეს მე-6 ფინალია კარიერაში – იდეალური ბალანსი ზიზუ-მოთამაშისა და ზიზუ-მწვრთნელისა.
ზიდანამდე ფინალური ჰეთ-თრიკი იტალიელ მწვრთნელებს აქვთ შესრულებული.
ფაბიო კაპელო „მილანთან“ ერთად (1993-1995);
მარჩელო ლიპი „იუვენტუსთან“ და ზიდანთან ერთად (1996-1998).
თუმცა მათ ორ-ორი წაგება აქვთ და ამ მხრივ ზიდანი უკვე წინაა.
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება? ასეთი რამ არცერთ მწვრთნელს არ მოუხერხებია.
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ზიდანი ამათ ყველას ამარცხებდა.