LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ჩოჩია: „როდესაც ბავშვები მოიხმარენ ნარკოტიკს თუ ჩადიან სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, ხშირად, პასუხისგებაში ვერ მიეცემიან ხოლმე, რადგან 14 წელს ქვემოთ არიან – კანონმდებლობა დაიხვეწება, იქნება შრომითი გამოსასწორებელი მიმართულებები“

130
ვახტანგ ჩოჩია

„არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს ნარკორეალიზაციაზე სისხლის სამართლის დანაშაულს, თუმცა კიდევ უფრო გამკაცრდება არსებული სანქციები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ახალ რეგულაციებს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე: „მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას – გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც“

„ბუნებრივია, ჰეროინისა და მარიხუანას მოხმარებაზე ერთნაირი დამოკიდებულება არ იქნება. ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას“.

„მმართველი გუნდი, ასევე, წარადგენს ინიციატივას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დახვეწის მიმართულებით. მათი უფლებების განუხრელი დაცვის ფონზე, გამკაცრდება არსებული სანქციები.

როდესაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები მოიხმარენ ნარკოტიკს თუ ჩადიან სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, ისინი პასუხისგებაში, ხშირ შემთხვევაში, ვერ მიეცემიან ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ არიან 14 წელს ქვემოთ, თუმცა კანონმდებლობა დაიხვეწება, იქნება შრომითი გამოსასწორებელი კონკრეტული მიმართულებები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ, 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომდევნო 2 თვის განმავლობაში გამკაცრდება ანტინარკოტიკული პოლიტიკა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g