ჰოლანდიელმა მოციგურავემ კიელდ ნეისმა გაყინულ ტბაზე ლაპლანდიაში 93 კმ/სთ განავითარა. ეს კი შესაძლებელი სპეციალურად პროექტირებული აეროდინამიკული ფარის საშუალებით გახდა, რომელიც სპორტსმენის წინ ჰაერის „გაჭრით იყო დაკავებული“.
ამ კონსტრუქციას ქროსოვერი Seat Ateca ქაჩავდა, რომელსაც შვედი მრბოლელი მიქაელა ალინ-კოტულინსკი მართავდა.
ჩვეულებრივი რბოლის დროსაც კი მოციგურავეები შთამბეჭდავ სიჩქარეს აღწევენ. ნეისის თქმით, რომელმაც პხენჩხანის ოლიმპიადაზე ორი ოქრო მოიპოვა, მის კარიერაში ყველაზე მაღალი სიჩქარე 60 კმ/სთ იყო.
ასეთი სიჩქარისას სპორტსმენი ძალების დიდ ნაწილს ჰაერის ძალის წინააღმდეგობის გადალახვაში კარგავს. ეინდჰოვენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბერტ ბლოკენმა, რომელმაც რეკორდსმენისთვის აეროდინამიკული ფარი მოამზადა, დაიანგარიშა, რომ 40 კმ/საათით სრიალისას მოციგურავეს ძალების 90% ეხარჯება.
მოციგურავესა და მრბოლელის მოქმედებებს ერთმანეთთან ტრენერი ერბენ ვენემარსი ათანხმედა, რომელიც ქროსოვერის უკანა სავარძელზე, რაციით იჯდა.
„მომეჩვენა, რომ ყინულზე მივფინავდი, ეს ხომ ჩემს ყველაზე სწრაფ სრიალზე ორჯერ უფრო სწრაფი იყო. როდესაც ბოლოს, ფარს გამოვეცალე, ჰაერმა პირდაპირი გაგებით უკან გადამაგდო“ – განაცხადა რეკორდული მცდელობის შემდეგ კიელდ ნეისმა.
