სამშენებლო კომპანია „თბილისი სითი“ ვაშლიჯვარში (არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ქუჩა #12), მშვიდ და წყნარ გარემოში მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი სახლის ბინებზე დიდ ფასდაკლებას გთავაზობთ.
„ვაშლიჯვარი ჰილსი“ 9 სართულიანია, საიდანაც ქალაქზე შესანიშნავი ხედები იშლება. საცხოვრებელ სახლს აქვს სტადიონი, მიმდებარედ კი სკვერი დასასვენებლად. კორპუსიდან 300 მეტრში თი ბი სი ბანკის ახალი ცენტრალური ოფისი მდებარეობს.
„ვაშლიჯვარი ჰილსი“ ენერგოეფექტურია – კედლები ამოშენებულია გაზო ბლოკით, გარე პერიმეტრზე კი გამოყენებულია ქვაბამბა, ხმისა იზოლაციისა და დათბუნებისთვის. ბინები აღჭურვილია გერმანული, „რეჰაუს“ ფირმის მაღალი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებით (გაღება/გადმოკიდების ფუნქციით). საცხოვრებელი სახლის ჰოლი მოპირკეთბულია გრანიტით, ხოლო სადარბაზოს კიბეები – უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ბაზალტით. კორპუსში დამონტაჟებულია გერმანული წარმოების ლიფტი.
„ვაშლიჯვარი ჰილსში“ ბინების ფართობი 78 კვ.მ-დან 84 კვ.მ-მდეა. 1 კვ.მ-ის ღირებულება 1000 დოლარიდან იწყება.
ბინაში რემონტის დაწყება შეგიძლიათ დღესვე!
„ვაშლიჯვარი ჰილსში“ ბინის შეძენის შემთხვევაში 80%-ს აფინანსებს „თბილისი სითის“ პარტნიორი HALYK BANK-ი, სხვა ბანკებთან შედარებით ყველაზე დაბალ პროცენტში.
დამატებითი დეტალებისთვის დარეკეთ: +995 558 58 66 22.; +995 595 14 00 11.
ინფორმაცია „თბილისი სითის“ შესახებ:
შპს „Tbilisi City“ 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ არაერთი პროექტი განახორციელა წარმატებით. კერძოდ, VTB BANK GEORGIA-სთან პარტნიორობით, ქეთევან წამებულის გამზირის #47/49-სა და ბოჭორმის ქ. #8-ში 14 სართულიანი საცხოვრებელი სახლები აშენდა (2012 წელი); ვაკეში, შატბერაშვილის ქ. #7-ში 2015 წელს დასრულდა 10 სართულიანი ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა; ვაკეში, მარუხის გმირების ქუჩის #11/13-ში 8 სართულიანი, ტრავერტინით და იტალიური ხის მასალით მოპირკეთებული ფასადის მქონე კორპუსში შესახლება მობინადრეებმა 2017 წლიდან დაიწყეს; 2019 წელს საბურთალოზე, ირაკლი გამრეკელის #37ა-ში, ე.წ. მხატვრების დასახლებაში, 6 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, საიდანაც ქალაქზე შესანიშნავი ხედები იშლება. აღნიშნული პროექტი 2020 წელს დასრულდა.
(R)