LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გელოდებით დიდი სიყვარულით“ – 8 მარტს დუეტი „ჯორჯია“ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მორიგ სოლო კონცერტს გამართავს

134
დუეტი „ჯორჯია“

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რვა მარტს დუეტ „ჯორჯიას“ სოლო კონცერტი გაიმართება.

„ჩვენო ძვირფასო მსმენელებო, ჩვენი რიგით მეორე სოლო კონცერტი ფილარმონიაში.

8 მარტი – ეს ხომ ჩვენი დღეა ქალბატონებო, გელოდებით დიდი სიყვარულით“, – წერს მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში და ახალ ფოტოებს გვიზიარებს, რომლის ავტორი ნათია სიჭინავაა.

დუეტი „ჯორჯია“ 16 წელზე მეტია, მსმენელს საავტორო სიმღერებით ანებივრებს.

8 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, მათი კონცერტი SPARKS-ის ორგანიზებით გაიმართება, რომელსაც მუსიკალურად სიმფონიური ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით გააფორმებს.

ბილეთების შეძინეთ ლინკზე: biletebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g