LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სულში, გულში, სისხლში… გაიარა… ყველა უჯრედს შეეხო და ამატირა“ – „იმედის“ გადაცემა „მიმღერეში“ სიხარულიძეების მიერ შესანიშნავად შესრულებული „ვახ, სოფელო“

1634
ვახ, სოფელო

გადაცემაში „მიმღერე“ გომარ სიხარულიძის სიმღერა „ვახ, სოფელო“ პრემიერა შედგა. სიმღერა დაიწერა 1979 წელს, სპექტაკლისთვის „ვალი“, რომელიც ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში გოგი ქავთარაძემ დადგა.

სიხარულიძეების ნამღერის მოსმენისას სტუდიაში ყველა ტიროდა.

სოციალურ ქსელში კი უამრავი ემოციური კომენტარი დაიწერა.

„უცრემლოდ ვერ მოსმინე“,

„მართლაც გამორჩეული ერი ვართ. როგორ შეიძლება, ამ სიმღერის მერე არ იამაყო, რომ ქართველი ხარ. ბრავო და ათასჯერ ბრავო სიხარულიძეებო ამ სიმღერისთვის, ამ ემოციისთვის. ამ პროექტს დიდი მადლობა. შენიშვნის სახით დავამატებდი, რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, ჯაბუას და თათარაშვილისა, არც ოჯახია და ისედაც ვიცნობთ მთელი საქართველო. ამიტომ გაგვაცანით ისეთი ოჯახები როგორებიც არიან სიხარულიძეები, მიჩილაშვილები, მეზვრიშვილები“,

„სულში, გულში, სისხლში… გაიარა… ყველა უჯრედს შეეხო და ამატირა… მადლობა ღმერთო, რომ ვარ ქართველი!
მადლობა თქვენ ამ დიდებული, ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი პროექტისთვის.
მილიონი მადლობა!
მაღალი ღმერთი იყოს მცველი დ მფარველი ჭეშმარიტი ქართულისა!“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g