პიანისტი და გადაცემის „სთორი“ ავტორი თათია შარანგია სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს: კითხვაზე – თავს როგორ გრძნობს და რატომ არ აქტიურობს, თათია შარანგია პასუხობს: „კარგად ვარ, ნელ-ნელა ვუბრუნდები ჩემს თავს და აქტიურ ცხოვრებას“.
კიდევ ერთი გამომწერის კითხვაზე- „როგორ იქცევით, როცა უსამართლოდ გექცევიან“,-თათიას პასუხი ასეთია: „ყველაზე ცუდი შეგრძნებაა.. მე ვპატიობ ყველაფერს მანამ, სანამ დაუმსახურებლად არ ჩამარტყამენ ზურგში დანას. როგორც კი უსამართლობას ვგრძნობ, იმ ადგილიდან მივდივარ, ჩუმად ა უსიტყვოდ და რაც მთავარია, სამუდამოდ. და როცა ვხედავ სხვას ექცევიან უსამართლოდ, იქ უკონტროლო ვხდები“, – წერს თათია შარანგია.