დონალდ ტრამპის განცხადება პრინცი ჰარის შესახებ, მედიაში ისევ აქტიურად განიხილება. ამერიკის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ ღიად დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება მეგან მარკლის მიმართ და ამჯერად მას საშინელი ქალი უწოდა. პრეზიდენტმა ეს ფრაზა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გააჟღერა, როცა მან პრინც ჰარიზე კითხვა დასვა. შეკითხვაზე, მოხდება თუ არა პრინცი ჰარის დეპორტაცია, ტრამპი ამბობს, რომ მას არ სურს ამის გაკეთება: „ისედაც ბევრი პრობლემა აქვს ცოლთან, ის საშინელია“ – თქვა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამერიკაში საცხოვრებლად 2020 წელს გადავიდნენ.
მეგან მარკლი ისედაც ამერიკის მოქალაქეა, პრინც ჰარის კი ვიზასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ამის შესახებ მან თავის ბიოგრაფიულ წიგნში ისაუბრა.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპი ამბობდა, რომს ის აუცილებლად გააძევებდა ჰარის ამერიკიდან, თუ დადასტურდებოდა მის მიერ ნარკოტიკების მოხმარება, რაზეც პრინცი თავადაც საუბრობდა. როგორ ჩანს, ტრამპმა გადაიფიქრა.
ტაბლოიდები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის განქორწინებაზე ალაპარაკდნენ
„მეგანის ჭკუაზე აცეკვებული“ – პრინცი ჰარი უკვე ყველა ფოტოზე უბედური ჩანს

