„ლივერპულის” ეგვიპტელი ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის ბუცები ბრიტანეთის მუზეუმში გამოფინეს.
სფინქსებზე მაგარი ექსპონატი.
დიდებული სეზონის შემდეგ, ფარაონის ბუცები Avidas X17 Deadly Strike ლონდონში ეგვიპტური კოლექციის მუზეუმს დაამშვენებს.
საინტერესოა, რომ სალაჰის ბუცები მუმიებთან ერთადაა გამოფენილი.
სალაჰმა პრემიერლიგის ბოლო სეზონში 32 გოლი გაიტანა. 38-მატჩიანი ფორმატის შემოღების შემდეგ 31-ზე მეტი არავის გაუტანია.
მო ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.