LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავინახე როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის მთელი კორდონი, როგორ მოათრევდა დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული” – რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ პოლიციამ ლევან გოგიჩაიშვილი დააკავა

200
ლევან გოგიჩაიშვილი

რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი სავარაუდოდ, პოლიციამ დააკავა.

„დავინახე გზის მოპირდაპირე მხარეს როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის მთელი კორდონი, როგორ მოათრევდა დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული”,- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.

ლევან გოგიჩაიშვილის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა, ვიკა ბუკიამაც:

„გოგიჩა დააკავეს“, – წერს ბუკია.

გოგიჩა დააკავეს Levan Gogichaishvili

Posted by Vika Buratinchenko on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2025

რუსთაველის გამზირზე პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.

ადგილზე მობილიზებული პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი.

პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან.

პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g