LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის სიტყვა-სიტყვით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადმოტანა იმ ყველაფრის, რაც უკვე რუსეთში მოხდა“ – ირმა სოხაძე

292
ირმა სოხაძე

ეს არის სიტყვა-სიტყვით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადმოტანა იმ ყველაფრის, რაც უკვე რუსეთში მოხდა, – ასე აფასებს მომღერალი ირმა სოხაძე საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს.

მისივე თქმით, „მზია უნდა დაისაჯოს თურმე იმიტომ, რომ კანონი ერთია ყველასთვის და არცერთი ძალოვანი, რომელმაც თავპირი გაუერთიანა ბავშვებს, მათ არ სჯიან“.

„ეს არის სიტყვა-სიტყვით, ნაბიჯ- აბიჯ, ეტაპობრივად იმ ყველაფრის გადმოტანა, რაც მოხდა უკვე რუსეთში. ჩვენ მალე შეიძლება დავრჩეთ ყოველგვარი ოპოზიციური მედიის გარეშე, თავისუფალი სიტყვის გარეშე. დემოკრატიაზე აღარ არის ლაპარაკი, ეს არის ადამიანის ყველა უფლების შეზღუდვა და მოდით ამაზე დავფიქრდეთ…

მზია უნდა დაისაჯოს თურმე იმიტომ, რომ კანონი ერთია ყველასთვის და არცერთი ძალოვანი, რომელმაც თავპირი გაუერთიანა ბავშვებს, მათ არ სჯიან“, – ამბობს ირმა სოხაძე.

ცნობისთვის, პროტესტის 75-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

რუსთაველის გამზირზე „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g