LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი სპორტქარი BMW M1 900 000 დოლარად იყიდება

88

საიტზე MotorGT გაჩნდა განცხადება, სადაც 1981 წელს გამოსული სპორტქარი BMW M1 იყიდება. ეს 453 მოდელიდან ერთ-ერთია, რომელიც არასოდეს არ აღუდგენიათ და არც რესტავრაცია გაუკეთებიათ. ავტომობილს მხოლოდ სავალდებულო ტექნიკური მომსახურება აქვს გავლილი. ავტომობილის ფასი 875 000 დოლარია.

გასაყიდად გამოტანილი ავტომობილის გარბენი 12 875 კილომეტრს შეადგენს. სპორტქარს ძარის ორიგინალი პანელები, საღებავი, ძრავი და ტრანსმისია აქვს. BMW M1 დახურულ შენობაში ინახებოდა.

აღწერაში მითითებულია, რომ ავტომობილის სალონი ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მუშაობს მთელი ელექტროობა, მათ შორის რადიომიმღები.

დამატებით, ავტომობილს რემონტის ინსტრუქცია, ექსპლუატაციის წესები და ინსტრუმენტები მოყვება.

BMW M1 აღჭურვილია 3,5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც 277 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აგრეგატი ხუთ საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ას კილომეტრამდე სპორტქარი 5,6 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე კი 262 კმ/საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები