LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz 300SL-მა 60 წელი ავტოფარეხში გაატარა და მაინც მილიონი დოლარი ღირს

71

გადაცემა The Barn Find Hunter-ის წამყვანმა ტომ კოტერმა ავტოფარეხი გახსნა, სადაც კუპე Mercedes-Benz 300SL Gullwing-ის ერთ-ერთმა ადრეულმა ეგზემპლარმა 60 წელი გაატარა. აღმოჩენილი ავტომობილი 43-ე ეგზემპლარია, რომელიც 1954 წელს გამოვიდა.

აღდგენის შემდეგ ის მილიონი დოლარი ეღირება.

გამოფენა Amelia Island Concours-ის ორგანიზატორმა, ბილ უორნერმა რომელიც ავტომობილის მფლობელის ნაცნობია, განაცხადა, რომ 1950-იანი წლების ავტომობილს ორიგინალი საღებავი მოხსნეს, გრუნტის ფენა წაუსვეს, მაგრამ აღარ შეღებეს.

ამასთან, სხვა ყველა დეტალი, მათ შორის ძარის პანელები, მინები, სალონი, გადაცემათა კოლოფი და საბურავებიც კი, ორიგინალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები