„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მონიტორინგის პროცესი და მხარდამჭერი თერაპია გრძელდება.
მისივე თქმით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა:
„მისი ზოგადი მდგომარეობა რჩება იგივე. ძირითადად უჩივის ზოგად საერთო სისუსტეს და პაციენტს უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, მხარდამჭერი თერაპია.
ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ ციხეში დააბრუნონ“
„საია გეგმავს, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ადამიანთა უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი გააგზავნოს“.
იცით, რომ ჩატარდა საკონტროლო დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. შედეგების ნახვის შემდგომ მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და პაციენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მონიტორინგის პროცესი კლინიკის პირობებში გაგრძელდეს“. – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.